Digest Logo

ვინ არის 43 წლის ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი, რომელიც ბერად აღიკვეცა

1613928060
ქურდი

ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ზვი­ად კო­პა­ძე გაზეთ „ვერსიის“ ინფორმაციით ბე­რად აღიკ­ვე­ცა. კო­პა­ძე, რო­მელ­საც კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში „ურ­შას“ მეტ­სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ, „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" სტა­ტუსს 2011 წლი­დან ატა­რებ­და. გა­ზე­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის „რი­გი­თი ქურ­დი" არ ყო­ფი­ლა და მას იტა­ლი­ა­ში, ქარ­თუ­ლი „ქურ­დუ­ლი ობ­ში­ა­კი" ება­რა.

„მი­ლან­ში მცხოვ­რებ კო­პა­ძეს ყვე­ლა ან­გა­რიშს უწევ­და, ჭკუ­ას ეკი­თხე­ბო­და და ისიც უზ­რუნ­ვე­ლად ცხოვ­რობ­და. თუმ­ცა, „ყურ­შას" რწმე­ნა ყო­ველ­თვის ჰქონ­და, მაგ­რამ არა­ვის ეგო­ნა, თუ ბე­რად აღ­კვე­ცას გა­და­წყვეტ­და. მან ქურ­დის სტა­ტუს­ზე უარი თქვა - „სხად­ნი­ა­კი“ მო­იწ­ვია, სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახ­სნა, „ობ­ში­ა­კი" სხვებს გა­და­ა­ბა­რა.

შემ­დეგ ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან და­ა­ლა­გა ურ­თი­ერ­თო­ბა, აუხ­სნა, რომ მისი კრი­მი­ნა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა წარ­სულს ჩა­ბარ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. ის ახლა ბე­რია და მა­ღალმთი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ მო­ნას­ტერ­ში მსა­ხუ­რობს" - ამბობს კო­პა­ძის გა­რე­მოც­ვის ერთ-ერთი წევ­რი.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

როგორ გახდა ქართველი ობოლი ბავშვი ყველაზე ტიტულოვანი „კანონიერი ქურდი“

თბილისელი და ქუთაისელი „კანონიერი ქურდების განგსტერული ომები“ და სიკვდილისთვის გაწირული ტარიელ ონიანი - ლაშა შუშანაშვილის ამბები

ყალბი ვიზის დამზადების საქმე, რომანები და სხვა სკანდალები ნოე სულაბერიძეზე