ბულგარეთიდან უკრაინაში ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ ექსტრადირება განხორციელდა.
გიორგი კილაძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „გეგა ოზურგეთსკის“ სახელით იცნობენ, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერი ქურდია“. მისი ე.წ. „კურთხევა“ 2013 წელს, 21 წლის ასაკში მოხდა.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით უკრაინას მასზე საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. „გეგა ოზურგეთსკი“ ერთი წლის წინ ბულგარეთში დააპატიმრეს და უკრაინული მხარის მოთხოვნით კიევში გაამგზავრეს. მას ხელბორკილები ბორისპოლის აეროპორტში დაადეს.
გეგა დაახლოებით, იმ ასაკისაა, რამდენისიც 90-იანების გავლენიანი ქურდების შვილები.