Digest Logo

ე.წ. კანონიერი ქურდების შვილების „გზას აცდენილი“ პროფესიები - სტილისტი, პოეტი, მომღერალი

1631857920
კოკა კობალაძე და გოგა ხაჯი

ის ხომ გაგიგიათ, „შვილი მშობლის სარკეაო“, „დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო“, „კვიცი გვარზე ხტისო“ და ა.შ.

მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც „კვიცი გვარზე არ ხტის“ ან „შვილი მშობლის სარკე“ არ ხდება. დიახ, რიგ შემთხვევებში ეს უკეთესია, რადგან შვილების თაობა მშობლებს აუცილებლად უნდა სჯობდეს, რათა ქვეყანა წინ წავიდეს.

დღეს გიამბობთ ისეთ შვილების თაობის წარმომადგენლებზე, რომლებმაც დაივიწყეს საკუთარი მამების ცხოვრებისეული კრედო და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყეს, მამის სახელის გარეშე...

მაგალითად, არსებობენ ე.წ. კანონიერი ქურდების შვილები, რომლებიც კანონიერად ცხოვრობენ. როგორც ისინი საჯარო საუბრისას ამბობენ, მამები ყველანაირად ცდილობდნენ, ქურდული სამყაროსგან მათ გარიდებას.

მცდელობამ გაამართლა. ცნობილი ქურდების შთამომავლებს შორის არიან პოეტები, სტილისტები, მომღერლები...

გოგა ხაჯი, სტილისტი

მის ოჯახში 3 ქურდი ცხოვრობდა - მამა, ბიძია და ბიძაშვილი. რაც უნდა მოულოდნელი იყოს, ცნობილი ქურდების, ხაჯიშვილების გარემოცვაში გაზრდილი ბიჭი, დღეს ბათუმში ყველაზე ცნობილი სტილისტია.

„1989 წელს საცხოვრებლად რუსეთში გადავედით. ბავშვობაში ვმღეროდი, ეს მამას სურვილიც იყო. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ სახლში საქმის გარჩევა არ მომისმენია. თუ რამე ხდებოდა, სახლიდან მიშვებდა, რამეზე მაგზავნიდა. ამ სამყაროში მამას ჩემი მოხვედრა არ უნდოდა. თითქმის, 10 წლის მანძილზე ჩემს ოჯახში ბევრი მკვლელობა ხდებოდა.

„ბავშვობაში ერთ-ერთ ცნობილ სტუდიაში ვმღეროდი. მემსახურებოდა მძღოლი. არ ვცხოვრობდით „ფეშენებელურად“, თუმცა არც გვიჭირდა. ორი სახლი გვქონდა. მამა რომ ცუდად გახდა, საქართველოში დავბრუნდით. ჩავაბარე იურიდიულზე. მამა 2002 წელს ღვიძლის ცეროზით გარდაიცვალა. ამის შემდეგ, დედამ რუსეთში სახლი გაყიდა.

„ირგვლივ ყველამ იცოდა, რომ კარგი ხედვა მქონდა, რუსეთშიც ხშირად ვეხმარებოდი გოგონებს სამოსისა და ვარცხნილობის არჩევაში. დღეს სტილისტი ვარ", - ამბობს გოგა ხაჯი გადაცემა „ნანუკას შოუში“ სტუმრობისას.

კოკა კობალაძე, პოეტი

ალექსანდრე კობალაძის, ზედმეტ სახელად „სიუს“ შვილი თინეიჯერებში ისეთივე პოპულარობით სარგებლობს, როგორც 90-იანებში თავად „სიუ“, თუმცა კოკა ამას რადიკალურად სხვა გზით ახერხებს. მან გოგონების გულის მოგება ლექსებით შეძლო.

ქეთა თოფურია, მომღერალი

ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ ქეთას მამა, ანდრო თოფურია „კანონიერი ქურდის“ სტატუსს ატარებდა. ის 2010 წელს რუსეთის ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობა და 7 დაკავებული ადამიანი

🔵ბიჭმა, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა, 38 წლის შემდეგ სამსახურში გაშვილების შესახებ დედის განცხადება იპოვა

🔵ქალები ქორწინებისა და შვილების გარეშე უფრო ბედნიერები არიან - რეალური კვლევის შედეგები

🔵პოლიტიკოსების შვილები, რომლებიც მშობლების გზას გაჰყვნენ