გუშინ შეზღუდვების მიუხედავად, მსახიობი ზურა ყიფშიძე საქართველოს ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩს დაესწრო, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.
„დაიჯესტი“ დაინტერესდა, როგორ მოხვდა მსახიობი გავლენიანი პოლიტიკოსების გვერდით, რომლებიც, ასევე, ესწრებოდნენ მატჩს.
ზურა ყიფშიძის თქმით, ის თამაშს „პირველი არხის“ თანამშრომლის სტატუსით ესწრებოდა.
ყიფშიძემ „დაიჯესტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობის არცერთი წარმომადგენელი ფეხბურთის მატჩზე არ დაუნახავს და მათ არც კი მისალმებია:
„მატჩს ვესწრებოდი, როგორც სტუმარი და როგორც „პირველი არხის“ თანამშრომელი“
DIGEST: სპორტული ჟურნალისტიკის მიმართულებით მუშაობთ? თამაში უნდა გაგეშუქებინათ?
-არ ვარ სპორტულ ჟურნალისტიკაში, უბრალოდ მიმიწვიეს, როგორც სტუმარი.
DIGEST: პოლიტიკოსების გვერდით იყავით. ერთად მიხვედით მატჩზე?
მთავრობის წარმომედგენლები იქ არ მინახავს, არც მივსალმებივარ. საერთოდ არ დამინახავს ისინი. ასე, რომ ცრუ ინფორმაცია გაქვთ თქვენ.
მოკლედ, სტუმარი ვიყავი და თან „პირველი არხიდან“. რომც არ ვყოფილიყავი, „პირველარხელი“ და ვყოფილიყავი სტუარი, რა არის რო? მე, გამომიგზავნეს საშვი, ტელევიზების მუშაკებს აძლევნ საშვებს. რა არ მოეწონა? ვის არ მოეწონა? ცივი წყალი დალიოს, რა ვქნა ახლა“, - განაცახადა ზურა ყიფშიძემ „დაიჯესტთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 12 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ეთამაშებოდა. საქართველოს მოგების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდებოდა.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ: