Digest Logo

აკუსტიკური იარაღის, „სტარტოვკის" გამოყენება აიკრძალა

1627139704
შსს

აკუსტიკური იარაღის, ე.წ. სტარტოვკის გამოყენება რეგულირებული გახდა. მის არასანქცირებულ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის პირს შესაძლოა სანქცია დაეკისროს. საქართველოს პარლამენტმა "იარაღის შესაებ" საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა.

თუკი ამ დრომდე განსაზღვრული არ იყო აკუსტიკური იარაღის, ე.წ. სტარტოვკის ცენება, ახლა მისი გამოყენება კანონით აკრძალულ ქმედებებში შევიდა. იკრძალება აკუსტიკური იარაღის გადატანაც.

„ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზმა ცალსახად აჩვენა, რომ კრიმინალურ წრეებში უფრო და უფრო პოპულარული გახდა აკუსტიკური იარაღის გამოყენება სხვადასხვა მიზნით, მისი დაბალი ფასის, იოლი ხელმისაწვდომობისა და სამართლებრივი რეგულაციების არარსებობის გამო. აღნიშნულს ადასტურებს 112-ში შესული არაერთი შეტყობინება, კერძოდ: 2019 წლის განმავლობაში მსგავსი იარაღიდან გასროლის შესახებ 360 შეტყობინება განხორციელდა, 2020 წელს – 500 შეტყობინება, 2021 წლის განმავლობაში უკვე – 150-ზე მეტი შეტყობინება", - ნათქვამია სამართლებრივ აქტში.

✅ასევე დაგაინტერესებთ:

„ასეთი კატეგორიის ადამიანები ნუ შეეცდებით ვაქცინაზე რეგისტრაციას" - ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას მიმართავს

„13 წლის ვიყავი, როდესაც ჩემზე 5 წლით უფროსმა შეყვარებულმა სექსუალურად იძალადა და ქალწულობა დამაკარგვინა" - 18 წლის გოგოს ტრაგიკული ისტორია

„კარგ ხასიათს მიფუჭებდა და კლდიდან გადავაგდე” – 30 წლის კაცის შოკის მომგვრელი ჩვენება