Digest Logo

ავსტრალიის მოქალაქე მოკლულია - შანაი ბრუკის საქმეზე გამოძიება გადაკვალიფიცირდა და განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება

1627806479
შანაე ბრუკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებენ.

ინფორმაციისთვის, ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე თავდაპირველად საქმე სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სამართალდამცველები აქტიურად აგრძელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ჩატარებას დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გუშინ რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გარდაცვლილი ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.