Digest Logo

🎥 „ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან 5 გეომაგნიტური დღე გვაქვს, 14 რიცხვში არაფერი სერიოზული არ დაგეგმოთ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

1741591769
მიხეილ ცაგარლი

„მიმდინარე კვირაში ყურადღებით უნდა ვიყოთ - ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს მთვარე გადის ლომის ზოდიაქოს ნიშანს, იმატებს გულის პრობლემები და ამიტომ მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. ასევე გვაქვს 5 გეომაგნიტური დღე ესენია - ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა, აკონტროლეთ წნევა და მიიღეთ წამლები. 

პარასკევს 14 რიცხვში არაფერი სერიოზული არ დაგეგმოთ, რადგან შევდივარ დაბნელებების დერეფანში, აქ გვაქვს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა, სადაც საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇 

ვერძი 

უმჯობესდება თქვენი განწყობა და ენერგო ველი, ხდებით უფრო აქტიურები, მაგრამ თავი შეიკვავეთ ახალი საქმის დაწყებისგან და ენას კბილი დააჭირეთ. აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზუგრს უკან, მაღალია ფარული მტრების და ჭორების ალბათობა.

კურო 

აქტიური და ენერგიულია, ენორგოტონუსი მატულობს. 

ტყუპები 

კარგი პერიოდია საქმიანი კუთხით, მაგრამ პრობლემა გაქვთ გულმავიწყები ხდებით და ეცემა პასუხისმგებლობის გრძნობა.

კირჩხიბი

კვირის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია, ინტუიციაც მაღალი აქვთ. მგზავრობა, მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენლად არნახული პერიოდი აქვთ. აკონტრელეთ ემოციები.

ლომი

ნელ-ნელა მატულობს ენერგოტონუსი, დაასრულეთ ძველი პროექტები და არ ისაუბროთ ბევრი, ენას კბილი დააჭირეთ. 

ქალწული

შრომისუნარინი ნიშანია, საკმაოდ კარგი პერიოდი აქვთ. მაგრამ 14 რიცხვის შემდეგ იყავით ყურადღებით, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მატულობს შურიანი ადამიანების გავლენა თქვენ გარშემო.

სასწორი

ძლიერდება იმუნიტეტი, აქტიური ხდებით, მაგრამ საკუთარი თავისთვის არ გცალიათ, დაკავებული ხართ სხვისი პრობლემებით და სხვისი დახმარებით, თუმცა ეს ყველაფერი შემდეგი კვირიდან წინ დაგიდგებათ.

მორიელი 

კვირის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია. კარგი პერიოდი აქვთ ოჯახთან და შვილებთან დაამყარონ კარგი ურთიერთობა, ასევე სიყვარული ჩადეთ ყველა საქმეში. 

მშვილდოსანი

საქმიანი კუთხით კარგი პერიოდია, თუმცა უმჯობესია დაისვენოთ და ცოტა გამოიძინოთ. მგზავრობა, მოგზაურობისთვის კარგი პერიოდია, ახლა სჯობს იყოთ სამშობლოში, აქ გაქვთ წარმატების დიდი შანსი. 

თხის რქა 

აქტიური და ენერგიული ნიშანია, თუ ახლა გჭირდებათ რამე საკითხის მოძიება სწორედ ახლა არის ამის კარგი დრო. ყველა ფრონტზე გაქვთ წარმატების შანსი და არ გაჩერდეთ. კოსმოსი ითხოს ახლა თქვენგან გახსნას გადალახეთ შინაგანი მარტოობის ბარიერი.

მერწყული

ახლა არის კარგი პერიოდი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, გაქვთ შესაძლებლობა მნიშვნელოვანი საყიდლების განხორციელების.

თევზები

ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია, ახლა გაქვთ წლის განმავლობაში საუკეთეო პერიოდი. მაღალი უნარი გაქვთ წარმატების, ინტუიცია ზე-მზარდი და გამოიყენეთ ეს ყველაფერი. ახლა თქვენი დროა, გაქვთ ვარსკვლავური პერიოდი და არ დაკარგოთ ეს შანსები, იმოძრავეთ და იმოგზაურეთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ ქართველმა ფეხბურთელებმა დასვენების დღეებში ევროპულ კლუბებში წარმატებულად ითამაშეს

🎥 როგორ გადავლახოთ კრიტიკული ეტაპები ქორწინებაში და რა როლი აქვთ ბავშვებს წყვილის ურთიერთობაში? - ფსიქოლოგის რჩევები

🎥 „გამოიჩინეთ სიფრთხილე ფინანსური მიმართულებით“ - 10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან