Digest Logo

ბათუმის ბულვარში დაცვის თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

1626955215
პოლიცია

პოლიციამ 1996 წელს დაბადებული დ.დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბათუმში დააკავა.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი - 1964 წელს დაბადებული ჯ.ბ., ამავე ობიექტის ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში გვიან ღამით 60 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს.

დაკავებულს შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

VIDEO: ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მეორე სართულიდან გადახტა

25 წლის ბიჭმა ბულვარში კაცი იმიტომ მოკლა, რომ ღამის კლუბიდან გაიყვანეს - რას ჰყვება თვითმხილველი