
ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ მთავარ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია აქვეყნებს.
„ჩვენ გვაქვს უკვე ნამდვილი დამნაშვის ფოტო და ვინაობაც. იმის ფოტო და ვინაობაც გვაქვს, ვისი შემოტენაც უნდა სუსს, როგორც დამნაშავის - მეტრანახევარი წიწილივით კაცის...
დამნაშვე ახალი წასულია სენაკის მეორე ბრიგადიდან. ხვიბლიანი რომ შემთხვევით მოხვდა ბანკში, ეგ ისტორია რო მორჩა, იმედია ხვდებით. ასე რომ, მოვრჩით ჩვენს გამოძიებას, საქმე გახსნილია და გავასაჯაროვებთ შედეგებს.
ახლა თვალის სკანირებას გავაკეთებთ შეცდომის სრულიად გამოსარიცხად, თუ ფოტომ მოგვცა ამის შესაძლებლობა“,- წერს გვარამია სოციალურ ქსელში.