Digest Logo

„ბევრი უცხოპლანეტური რასის წარმომადგენელია რეინკარნირებული ადამიანის სხეულში“ - რა ელის ჩვენს პლანეტას და რა უნდათ უცხოპლანეტელებს ადამიანებისგან?!

1748950321
მარიამ შუკაკძე

რა ელის დედამიწას, ვის აწყობს არეულობა?! - „დაიჯესტი“ ასტროლოგ მარიამ შუკაკიძის რამდენიმე წლის წინანდელ ასტროლოგიურ პროგნოზს გთავაზობთ, რომელიც უახლეს მომავალს აღწერდა, თუ რა გამოცდის წინაშე შეიძლება დადგეს კაცობრიობა და ეს პროცესი მისი პროგნოზიდან გამომდინარე უკვე დაწყებულია.

„მეგობრებო, ჩემს სტატიებში ხშირად მაქვს საუბარი ე.წ. კონსპირაციულ თეორიებზე, უკვე სკეპტიკოსებიც რწმუნდებიან ამ თეორიების მართებულობაში, ვინაიდან ყველაფერი დედამიწაზე უკვე წინასწარ დაგეგმილი სცენარით მიდის.

ჩნდება კითხვა - ვინ წერს ამ სცენარს ?!

დედამიწას, როგორც ცალკეულ პლანეტას აქვს საკმაოდ ხელსაყრელი მდებარეობა, ის გამოსადეგია ფიზიკური სხეულის არსებობისათვის და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დედამიწა უამრავ გალაქტიკურ პორტალს შორისაა მოქცეული. ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ დედამიწაზე არაერთ უცხოპლანეტურ რასას ჰქონია „ექსპედიცია“.

ძველ პაპირუსებში არის გამოსახული ე.წ. მფრინავი თეფშები და სინათლის არსებები, მათ ჰქონდათ ადამიანებთან კონტაქტი უძველესი დროიდან. უცხოპლანეტურ რასებს დედამიწაზე მოსვლის თავისებური მიზეზი ჰქონდა და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ყველას დადებითი განზრახვა ამოძრავებდა.

დედამიწის ვიბრაციები იცვლება და ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს პლანეტა გაორებულ ენერგეტიკას ატარებს, ეს ადამიანებშიცაა შესამჩნევი. პრიმიტიულად რომ ვთქვათ „სიბოროტე ებრძვის სიკეთეს“ და ამ პროცესის დასრულების დროც ახლოვდება.

შიში და გაუგებრობა, ადამიანების ნეგატიური ემოციები და შინაგანი კონფლიქტები არის საკვები გარკვეული არსებებისათვის. თუ დღემდე გგონიათ, რომ დედამიწაზე ადამიანები ბატონობენ, ძალიან ცდებით.

ადამიანური გონებით მანიპულირების მრავალი ხერხია ირგვლივ, ამ კონტროლს კი მხოლოდ სულიერად განვითარებული ადამიანი იგრძნობს და შეამჩნევს.

ადამიანთა უმრავლესობა გაუთვითცნობიერებლად რეაგირებს იმ ნეგატიურ რეკლამებსა და პოსტებზე, თუნდაც ფილმებში არსებულ ძალადობრივ სცენებზე, რომლებიც არის მაპროვოცირებელი ფაქტორი, მათი ნეგატიური ემოციური გამოსხივების.

დედამიწაზე შექმნილი ქაოსი ხელოვნურია.

ადამიანის ორგანიზმი მისი მფლობელის აზრებზე რეაგირებს, როდესაც თქვენ ფიქრობთ ვირუსებზე, მათ ავტომატურად იზიდავთ. თქვენი ორგანიზმი ემორჩილება ამ იმპულსს, სწორედ ამიტომ თქვენი ჯანმრთელობა მთლიანად თქვენს ხელშია. როცა ავად ხდები, ეს შენი ნეგატიური აზრების ბრალია. ვისაც აქვს ეს ინფორმაცია, ისინი არ იზიდავენ ვირუსებს.

არაფერი არ ხდება „თავისით“, დროა ეს გაითავისოთ. დედამიწას დიდი გაკვეთილი ელის წინ, ეს პროცესი უკვე დაიწყო. მხოლოდ ადამიანურ რასაზეა დამოკიდებული პლანეტის ბედი შემდეგი ორი ათასი წლის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ ირგვლივ ბევრი კეთილმოსურნე უცხოპლანეტური რასის წარმომადგენელია რეინკარნირებული ადამიანის სხეულში და ისინი სწორედ ახლა იხსენებენ თავიანთ მისიას, მათი გონება ყოველდღიურად ფართოვდება და ეს გავლენას ახდენს დედამიწის ვიბრაციებზე.

ვის სურს დედამიწის დაპყრობა და ვინ არის მოსული დახმარების მიზნით, სწორედ ეს კითხვა არის ადამიანებისთვის ნამდვილი დილემა....“,- წერს მარიამ შუკაკიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ნოსტრადამუსისა და ვანგას წინასწარმეტყველებები 2025 წლისთვის - ევროპაში ტერორისტული თავდასხმები, ბიოლოგიური ომი, სამყაროს დასასრულის დასაწყისი - რა ელის კაცობრიობას?

⭕„3 ივნისს, გეომაგნიტური დღეა“ - რჩევები და გაფრთხილება ასტროლოგისგან!

⭕„ვიპოვე სიყვარული, რომელიც მეგონა მხოლოდ სიზმარში არსებობდა…“ - ნუცა ბუზალაძე შეყვარებულია, ვინ არის მისი რჩეული?