დოდო გუგეშაშვილის შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ზაზა მურჯიკნელის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.
თბილისის სასამართლოს მიერ გავრცეებული ინორმაციით, ზაზა მურჯიკნელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქმე ეხება, 2018 წლის 7 თებერვალს, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე საცხოვრებელ სახლში განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დამიზნებით რამდენჯერმე გაისროლა ჯერ დედის, ხოლო შემდეგ შვილის მიმართულებით და მათ სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაზიანებების შედეგად ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილს გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
წყარო: tcc.court.ge