
დუშეთში წყლის ავზში 58 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.
წყლის თხრილის მიმდებარე ტერიტორია შემოღობილი არ იყო.
ადგილობრივები ფიქრობდნენ, რომ გზაზე მიმავალ ქალს ფეხი დაუცდა და წყლის ავზში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალი სავარაუდოდ გაიყინა.
ადგილობრივები ქალს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
შინაგან საქმეტა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
წყარო: report.ge