Digest Logo

🎥 „ძალიან ბევრი ადამიანი იქნება, რომელიც ეცდება თქვენი ადგილის დაკავებას სამსახურში...“ - 20 მაისამდე ერთ-ერთი ურთულესი პერიოდია წლის განმავლობაში, მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი

1746430722
მიხეილ ცაგარელი

 „დედამიწა უარყოფით ენერგო-ველშია. ერთ-ერთი ურთულესი პერიოდია წლის განმავლობაში. მაისის 20 რიცხვამდე და შემდეგ უკვე ივნისის ბოლო. დიდი ძვრების პერიოდია მსოფლიოში. აქ გადაწყდება მომავალი მსოფლიო წესრიგის პრინციპები და წესები. აქ შეიცვლება უამრავი რამ. ეს არის ტრანსფორმაციის პერიოდი. ახლა მთავარია, ავყვებით ნეგატიურ აზრებს და მოვლენებს, თუ მშვიდად შევხვდებით გამოწვევებს. ახლა ნახავთ, ორ დღეში ტემპერატურა უცებ აიწევს და მაქსიმალური ყურადღება მეტეოდამოკიდებულ ადამიანებს უნდა მიექცეს“, - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელმა საზოგადოებას გადაცემაში „იმედის დილა“ ამცნო.

ასტროლოგის თქმით, მსოფლიოში ახალი სახეები გამოჩნდებიან, რომლებიც მსოფლიო ახალ წესრიგს დაამყარებენ. 

ამასთან, მიმდინარე კვირას 4 გეომაგნიტური დღეა: ორშაბათი, ხუთშაბათი პარასკევი და კვირა.

მთავარი რჩევაა. დადებითი წამოვწიოთ წინ!

რაც შეეხება ასტროლოგის პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ასეთია:

ვერძი

ენერგოტონუსი გაქვთ დაბალი, ჯანმრთელობა არამდგრადი, არ გაცივდეთ. საქმიანი კუთხით, პოზიტიური შანსები გაქვთ, მაგრამ არავითარი კაპიტალ დაბანდებები. კარგია მეგობრული კონტაქტები, ტურიზმი, დასვენება.

კურო 

ენერგოტონუსი ემატება, შეიძლება მატერიალური დივიდენდები მიიღოს, მაგრამ მშვიდი არ არის პერიოდი. აქვს ხიფათები, არავის არ ენდოთ, არის მოტყუების ალბათობა. ასევე საყურადღებოა, რაიმე სახის შეცდომა არ დაუშვათ.

ტყუპები

რომ შეხედოთ მას, თითქოს ყველაფერი კარგად არის, ეს უნარი მათ აქვთ. საზოგადოების წინაშე გამოსვლისთვის კარგი პერიოდია, მაგრამ შეიძლება სამსახურში კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვეს, ვურჩევ მაქსიმალურ დიპლომატიას. დაბადების წინა პერიოდია და ენას კბილი დააჭირეთ.

კირჩხიბი

ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელია და ენერგიულია, მაგრამ წყალქვეშა დინებებია. ხელმძღვანელებთან მაქსიმალური ტაქტი და დიპლომატია. არავითარი ფინანსური რისკები, ან საეჭვო გარიგებები, რაც შეიძლება სასამართლო პროცესებით დასრულდეს.

ლომი

ცოტა დაბალია ენერგოტონუსი, ყურადღება მიაქციეთ დღეს, როდესაც ლომის ზოდიაქოს გადის მთვარე, სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, არავითარი ნერვიულობა და გადაღლა. საუნა და სოლარიუმი იკრძალება, ეს ყველა ნიშანს ეხება.

ქალწული

ჯანმრთელობაზე არავითარი პრობლემაა, მაგრამ შეიძლება გადააწყდეს კრიტიკას სამსახურში. უამრავი საქმე სახლში, უამრავი საქმე სამსახურში. მთავარია როგორ გადაანაწილებთ დროს და ძალებს. კარგი პერიოდია უცხოელებთან კონტაქტისთვის.

სასწორი

არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ. ათ საქმეზე ერთად ნუ ფიქრობთ როდესაც საჭესთან ხართ, რადგან ეს გამოიწვევს გონების გაფანტვას და ავარიულ სიტუაციებს. იყავით ყურადღებით პარტნიორებთან მიმართებაში. აკონტროლეთ რას აკეთებენ, ფინანსური პარტნიორები. რადგან დიდი შანსია, საერთო ბიზნესში პარტნიორის მხრიდან მოხდეს ფულის გადახარჯვა, რაც კონფლიქტს გამოიწვევს.

მორიელი

თუ მათ კვირის დასაწყისში პირადი ან ბიზნესს ურთიერთობა აქვთ ჰარმონიული, ეს კვირა წარმატებულია. ლიდერია, ორგანიზატორულია, სამსახურში კარად მისდის საქმეები, მაგრამ აქ „მარხია ძაღლის თავი“. პარტნიორულ ურთიერთობებს შეიძლება „შავმა კატამ“ გადაურბინოს. ამიტომ აკონტროლეთ სიტუაცია, ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ისეთი, რომელიც ეცდება თქვენი ადგილის დაკავებას, როგორც კი შეცდომებს დაუშვებთ.

მშვილდოსანი

ნუ გადაიღლებით, ზედმეტი ნერვიულობა არა, ზედმეტი სულსწრაფობა არა, სხვისი იმედი ნაკლებად გქონდეთ, არავის ეცლება ახლა თქვენთვის. თქვენს გამოცდილებას დაეყრდენით. ყურადღება ჯანმრთელობას, დიაგნოზი დაისვა? - გადაამოწმეთ. განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავის ზონას მიაქციეთ ყურადღება.

მერწყული

ნუ გადაიღლებით, კარგად გამოიძინეთ, ზედმეტ ფინანსურ ხარჯს მოერიდეთ. კონტაქტი კომპეტენტურ ადამიანებთან. თუ ხელშეკრულებას აწერთ რამე საბუთს, რომ ყველაფერი იყოს სწორად დალაგებული.

თევზები

მათ ცხოვრებაში შეიძლება საინტერესო ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც მოიტანს ახლებურ ტრანსფორმაციას და იდეებს. დიზაინს შეცვლის სახლში, მას სჭირდება ძლიერ ადამიანებთან ურთიერთობა. ის გრძნობს, რომ სიტუაცია ირევა. პერსპექტივები უდავოდ არის, მგზავრობისთვისაც კარგი პერიოდია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

‼️ სოფელ ბაბილთან მეწყერი ჩამოწვა, მიწის მასაში ერთი ავტომობილი მოჰყვა, ორი მგზავრით - სტიქიის დეტალები

⭕„კიბოს ვაქცინები უკვე რეალურია, მეცნიერება ახალ ეპოქაში შედის!“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე

🎥 „ეს ქალი არ ბერდება“ - 61 წლის ეკა კახიანი ქალიშვილებთან პოზირებს