მეტროსადგურ ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმა პირმა მეორეს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. საპასუხოდ გამვლელმა თავდამსხმელი ცივი იარაღით დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
ორივე მოქალაქე ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „დაიჯესტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 120 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 12-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ასევე დაგაინტერესებთ👇