Digest Logo

„ცოტნესთან დაკავშირებით სიცრუეს ავრცელებენ... მას საუკეთესო რეაბილიტოლოგები მკურნალობენ...“ - გიორგი გამსახურდია

1629198721
ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდიას ძმა, გიორგი გამსახურდია, twiter-ზე წერს, რომ მის ძმასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც გიორგი გამსახურდია ამბობს, მის ძმას საქართველოში საუკეთესო რეაბილიტოლოგები მკურნალობენ და საიმედო ხელშია.

„ცოტა ხნის უკან მომიწია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გავლა თბილისში, სადაც ვნახე აღუწერელი უმსგავსობა რასაც იქ მდგომნი ჩადიოდნენ. დარწმუნებით მინდა ვთქვა, იქ გაჟღერებული ყველა თემა, აცდენილია ჩემ ძმასთან არსებულ რეალობასთან, უფრო მეტიც - არის სიცრუე. ეს ხალხი კი ამ სიცრუეს ტირაჟირებს.

ჩემი ძმა, მეუღლესთან ანისთან ერთად, 2 კვირაა რაც იმყოფება წეროვანში არსებულ თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც მისი გადაყვანა მოხდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ. ცოტნე საქართველოში არსებული ყველაზე ძლიერი რეაბილიტოლოგების ხელშია და მიდის ყოველდღიურად წინ.

ყოველივე ამის შესახებ მინდოდა სცოდნოდა საზოგადოებას, რადგანაც ბევრ ადამიანს აინტერესებს სიმართლე და არა ის ნაბოდვარი, რაც წარმომადგენლობის ოფისთან შეკრებილი მასისგან ესმით საქართველოს მთავრობის და ჩვენი ოჯახის მისამართით. ცოტნესთვის კეთდება საუკეთესო და იგი საიმედო ხელშია“,- წერს გიორგი გამსახურდია.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔵„უბედნიერესი ვარ, მე ცოტნე გამსახურდიას მომვლელი მქვია…“ - რას წერს გამსახურდიას მომვლელი?

🔵ცოტნე გამსახურდიას დაპირისპირება დედასთან - სკანდალი გამსახურდიების ოჯახში

🔵„ზმეიკიანი“ პარკის კანდიდატი ვიყავი... თამუნა ღმერთმა მაჩუქა, ნახევრად მკვდარი ვიყავი, გათიშულს მაბრუნებდნენ...“ - რას წერს კოვიდინფიცირებული ინეზა?