Digest Logo

„თვალწინ ღვიძლი ძმა დაუცხრილეს და კიდევ ორი მეგობარი... ამ ჭრილობაზე კიდევ მარილს აყრიან, ეს უნამუსობაა“ - რას წერს ზურა ზვიადაურის მეგობარი

1629198726
ზვიადაური

კახეთში მომხდარ დაპირისპირებას ზურაბ ზვიადაურის ძმა შეეწირა. ის ორ მეგობართან ერთად, მანქანაში ჩაცხრილეს. ცნობილი ხდება, რომ სამივე მათგანს აღენიშნებოდა როგორც ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები.

შსს-მ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა. ერთ-ერთი მათ შორის სპორტსმენი ზურაბ ზვიადაურია.

როგორც ზვიდაურის მეგობარი, დავით ავალიშვილი წერს, ზვიადაურს ძმა თვალწინ მოუკლეს, რის გამოც საპასუხო გასროლა განახორციელა. 

„მანამდე ეგ უდიდესი ტრაგედია დატრიალდებოდა, ორჯერ ვიდეო ზარით ვსაუბრობდით, ეს 15 რიცხვში საღამოს და ღამე, სადაც, ძალიან პოზიტიური და ძალიან მაგარ ხასიათზე იყო, ხუმრობაში და სიცილში გავატარეთ ერთი საათი
მელოდებოდა, რომ ჩამოხვალ ხევსურეთში უნდა წაგიყვანოვო, იქ სახლს აშენებს და ხვალეო, ე.ი. 16 რიცხვში, მინდა მასალა ვიყიდოთო და წავიღოთ მთაში სახლის ასაშენებლად და იყო საუკეთესოდ განწყობილი მანამდე და სულ მოფერებით და სიყვარულში მელაპარაკებოდა.

მაგარ პოზიტიურ და ძალიან მაგარ თბილი განწყობა ჰქონდა და ვინ რას მოიფიქრებდა.

ეს რომ წერენ რაღაც სისულელეებს მასზე (კეთილ მსურველები) ჯერ დაელოდონ გამოძიებას და მერე პირები აიქაფონ.

ძერებივით რომ ეძებენ, სად ნახონ რაიმე სიბინძურე და იმით დატკბენ, რადგან, ეს მათი საკვებ პროდუქტია და კარგი ამბავი აღიზიანებთ, ხოლო, რაიმე ტრაგედიით კაიფობენ.

თვალწინ ღვიძლი ძმა დაუცხრილეს და კიდევ ორი მეგობარი და კაცი ამ დროს შოკში იმყოფება და არავინ თქვას ახლა, რომ ჩვენ მის ადგილზე, შეიძლება ბევრად უარესი გაგვეკეთებინა, ან უფრო უარეს, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავარდნილიყავით.

ღმერთმა ყველას გაშოროთ ასეთი ტრაგედია, მაგრამ სადაა ის ქართველობა და ის თანადგომა, როდესაც ასეთ ტრაგიკულ და სამწუხარო სიტუაციაში, კიდევ მარილს აყრიან, ეს უნამუსობა და ძალიან სამარცხვინო საქციელია
პოლიცია გაარკვევს ყველაფერს. თუ შეგიძლიათ, აბა ყველა მის ოჯახის მდგომარეობაში დადექით, ერთი წუთი მაინც და უბრალოდ დაფიქრდით, რაებს წერთ.

სხვისი მწუხარებით სიხარული, ეს არაადამიანობაა...
ზურა ძმაო, დიდი გაძლება და ჩვენი თანადგომა შენ და შენს ოჯახს...

ღმერთმა ძალა და მადლი მოგცეთ, რომ გაუძლოთ ამ საშინელ ტრაგედიას“,- წერს ავალიშივლი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔵„გამაგრდი, ახლა მის 4 შვილს სჭირდები"- ვინ იყო ზურაბ ზვიადაურის ძმა, რომელიც გუშინ მოკლეს

🔵უმძიმესი კადრები თელავის რეფერალური საავადმყოფოდან, სადაც ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა დაჭრილი მიიყვანეს

🔵„ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ორ თანმხლებ პირთან ერთად, ჩაცხრილეს“ - შემზარავი ამბავი