Digest Logo

„მაგინა, მაფურთხა... ერთს სისხლი წასკდა ცხვირიდან, მეორეს წიხლები ურტყეს კარებში" - რა მოხდა სუპერმარკეტ „ნიკორაში"

1629881289
ნიკორა

სუპერმარკეტ ნიკორაში ახალგაზრდა ქალებს სცემეს. მათ რიგში დგომისას სამი შუახნის მამაკაცი ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდა. შემთხვევა გუშინ კახეთის გზატკეცილზე მდებარე  ფილიალში მოხდა. ადგილზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სუპერმარკეტის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. უკვე დაიკითხნენ დაზარალებულები, რომლებმაც ცემის შედეგად სახეზე დაზიანებები მიიღეს. ამოღებულია კამერების ჩანაწერებიც.

„რიგში მდგომმა მამაკაცმა გამოთქვა პრეტენზია. სამი კაცი იყო, ჩვენ ვიყავით სამი გოგონა. მე ვუთხარი, ბატონო, არ არის პრობლემა, გითმობთ რიგს, იმიტომ, რომ კიდევ უნდა დავამატო პროდუქტები, რის შემდგომ მაგინა, მაფურთხა, თავისმა ორმა მეგობარმაც მაგინა, ორი მეგობარი გოგონა სცემეს, ერთ სისხლი წასკდა ცხვირიდან, მეორეს წიხლები ურტყეს კარებში. დაგვაწერინეს რაღაც განცხადება, გადაგვიყვანეს განყოფილებაში და სასამართლოში დაგიბარებთო. ვიდეოჩანაწერი თავიდან ბოლომდე არ ამოუღიათ, მე მანახვეს რაღაც მონაკვეთი, როცა ვჩხუბობდით", - ამბობს დაზარალებული.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„იმედია, მანამდე ფიზიკურად გადავრჩებით ჟურნალისტები. ჩვეულებრივ ომში ვართ" - ინგა გრიგოლია

🔵გიორგი ფხაკაძემ ის 11 მეთოდი დაასახელა, რაც ვერაგ ვირუსთან ბრძოლაში დაგვეხმარება

🔵დედის გარდაცვალებით მიღებული ტრავმა, 28 წლის ასაკში დაოჯახება და დიდი სიყვარული - თათული ედიშერაშვილის პირადი ამბები

წყარო: tvpirveli.ge