თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. მათ მოსამართლემ 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომლის ვადაც უკვე ამოწურულია, რის გამოც სამივე მსჯავრდადებული საპატიმროს დღეს დატოვებს. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია გამოეხმაურა.
„ვახო სანაიაზე თავდამსხმელები გამოუშვეს. ამ გადაწყვეტილებით მოძალადე ხელისუფლებამ, ჟურნალისტებზე თავდასხმების სერია გახსნილად გამოაცხადა. თქვენი არ ვიცი და მე დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, ბევრ 5 ივლისს ველოდები. გავა დრო და ყველა აგებს პასუხს, მოსამართლიან - თავდამსხმელებიან - ხელისუფლებიანად!! იმედია, მანამდე ფიზიკურად გადავრჩებით ჟურნალისტები . ჩვეულებრივ ომში ვართ", - წერს ინგა გრიგოლია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ვახო სანაიას პირველი კომენტარი მასზე თავდასხმაში ბრალდებულების გათავისუფლებაზე
🔵„ყველას გვაქვს ჩვენი კომპლექსები, მაგრამ სხვებს არ ვსჯით ამის გამო" - ვახო სანაია თეა წულუკიანზე