თინა მახარაძე, იუნა შაფათვა, თამთა გოდუაძე და თინა კანდელაკი - ეს ის ქართველი ქალები არიან, რომლებიც საქართველოდან წავიდნენ, რადგან მათი ცხოვრება და თავისუფლების საზღვრები საქართველოს სცდებოდა. ისინი ჩვენი ქვეყნისთვის შეუფერებლად თამამები აღმოჩნდნენ და თავი „უცხოეთს შეაფარეს“.
ამ ქალების ცხოვრება საქართველოში სავსე იყო სკანდალური ისტორიებით, „დაიჯესტი“ შეეცადე იმის გარკვევას რას საქმიანობს ეს 4 ქალი საქართველოს ფარგლებს გარეთ:
თინა მახარაძე - ის საქართველოში ცხოვრების დროს საკამოდ ეპატაჟური იყო, მისი ცნობადობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ სოფლიდან ქალაქში ჩასული გოგოს როლი ითამაშა.
თინა 3 წელია, რაც ამერიკაში გადავიდა. როგორც თავად სოციალურ ქსელში წერდა, ის ამერიკაში ნიუ-იორკში მდებარე ბარი ფაირშტეინის კინოსკოლაში (Barry R. Feirstein Graduate School of Cinema) სამწლიანი სარეჟისორო პროგრამის შესასწავლად წავიდა.
იუნა შაფათვა - ქართველი მსახიობი, რომელიც რამდენიმე ეროტიკულ ფილმში არის გადაღებული, თუმცა მისი ცხოვრება იმდენად განსხვავებული აღმოჩნდა, რომ მან საქართველო დატოვა და უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობს, იქაც ხშირად იღებს მონაწილეობას მოკლემეტრაჟიან ფილმებში და ჟურნალებისთვისაც პოზირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მან ამერიკაში სექს-შოპი გახსნა.
თამთა გოდუაძე - ქართველი პოპ მომღერალი, რომელიც საბერძნეთში პოპულარობით სარგებლობს, უკვე მრავალი წელია საქართველოში აღარ ცხოვრობს. მისი ცხოვრება ყოველთვის იქცევდა ტაბლოიდური პრესის ყურადღებას ეპატაჟური ფოტოებითა და სასიყვარულო რომანებით. თამთას ერთი შვილი ჰყავს.
თამთა საქართველოში X ფაქტორის ჟიურის წევრი იყო და რამდენიმე თვით საქართველოში იმყოფებოდა.
თინა კანდელაკი - ცნობილი ტელეწამწყვანი თინა კანდელაკი საქართველოში ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, მის სახელს უამრავი სასიყვარულო რომანი უაკვშირდება.
ის 20 წლის ასაკში რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად და კარიერა იქ განაგძო.
რუსეთში თინამ ოჯახი მეორედ შექმნა. მისი მეორე ნახევარი ვასილ ბროვკოია, რომელიც მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის დირექტორი და ბიზნესმენია.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ქართველი პოლიტიკოსების საყვარლები - სკანდალური ისტორიების უცნობი დეტალები