Digest Logo

„მოლარეს პნევმატური იარაღით დაემუქრა, გაიტაცა ფული და სიგარეტის კოლოფები" - ყაჩაღობა ახმეტაში

1628418256
ყაჩაღობა-ნიღბიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახმეტაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ყაჩაღობის ბრალდებით, 2005 წელს დაბადებული დ.ჭ. დააკავეს.​

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ახმეტაში მაღაზია „იოლის" მოლარე-კონსულტანტს პნევმატური იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დ.ჭ.-მ ყაჩაღური გზით მაღაზიიდან გაიტაცა ფული, სიგარეტის კოლოფები და მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ახმეტის მუნიციპალიტეტში დააკავა",- წერია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

დაიღუპა 14 ადამიანი და 18 დაშავდა - ნახეთ, ტრაგიკული ამბის დეტალები

„ასეთი ფორმულირებით კითხვის დასმა ახლა დიდად სარგებლის მომტანი არაა" - კოტე მათითაშვილი მამა პეტრეს დაუპირისპირდა

VIDEO: სასწაული, რომელმაც ევიაში სოფელი ხანძრისგან იხსნა