Digest Logo

🎥 VIDEO: სასწაული, რომელმაც ევიაში სოფელი ხანძრისგან იხსნა

1628414024
სასწაული

ბერძნულ მედიაში და სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კუნძულ ევიის სოფელი პროკოპი დიდი ხანძრისგან ნამდვილმა სასწაულმა გადაარჩინა.

ერთ-ერთი ბერძენი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს, რომ 7 აგვისტოს, გამთენიისას, მაშინ როდესაც მთელმა სოფელმა სასწრაფო ევაკუაციის ბრძანება მიიღო, მოსახლეობამ არ მიატოვა სოფელი. გაქცევის ნაცვლად, ისინი ეკლესიაში წავიდნენ, რომელშიც წმინდა იოანე რუსის, წმინდა ნაწილებია დაბრძანებული და ლიტანიობა აღავლინეს, შედეგად კი, როგორც თავად აღნიშნავს, მოსახლეობა სასწაულის მხილველი გახდა. გამთენიისას, როდესაც ირგვლივ ხანძარი მძვინვარებდა, მხოლოდ ამ სოფლის თავზე გაწვიმდა და მიახლოებული ხანძარი ჩააქრო.

„რამდენად ცოცხალია რწმენა !!! რასაც რწმენით ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ"- წერს სოციალური ქსელის მოხმარებული.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბერძნულ ტელევიზიასთან ისაუბრა ამავე ეკლესიის მღვდელმა, რომელმაც 7 აგვისტოს მოსახლეობასთან ერთად აღავლინა ლიტანიობა.

როგორც მან ჟურნალისტთან საუბრის დროს აღნიშნა, ხანძარი ძალიან ახლოს იყო სოფელთან, პოლიცია მოსახლეობას დაუყოვნებლივ ტერიტორიის დატოვებას სთხოვდა, როდესაც ნამდვილი სასწაული მოხდა და სრულიად მოულოდნელად, სოფელ პროკოპის თავზე, დიდი ღრუბელი გადაეფარა და წვიმა დაიწყო, რომელმაც მოსახლეობა ცეცხლისგან იხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ამის შემხედვარეს მომეწურა გული, რაღაც ცივი და მძიმე ჩამესხა“... - სასწაული ამბავი თბილისის მეტროში

51 წლის ორსული და მისი პატარას გულისცემა - ქართველი ექიმის მორიგი სასწაული

ითხოვე და მოგეცემა ! გახსოვთ ეს წყვილი? - ხილული სასწაული წაჩხურობის დღესასწაულზე


წყარო: exclusivetv.ge