პეტრე კოლხის პოსტმა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. გაბრაზებულთა შორისაა ექიმი კოტე მათითაშვილიც. „პეტრე, დამირეკე და აგიხსნი", - ასე მიმართავს პლასტიკური ქირურგი მამა პეტრეს.
„პეტრე, თუ რამე გაინტერესებს, დამირეკე და აგიხსნი, ასე საჯაროდ, ასეთი ფორმულირებით კითხვის დასმა ახლა დიდად სარგებლის მომტანი არაა! თუ ამასაც ვერ ხვდები, რატომ არის ახლა კითხვა ასეთი ფორმით საშიში, მაგასაც გეტყვი… აცრა სიკვდილისაგან და სტაციონარისაგან იცავს და სხვისთვის გადადების შანსები მცირდება მკვეთრად!”, – დაწერა კომენტარებში ცნობილმა ექიმმა კოტე მათითაშვილმა.
ასევე გთავაზობთ პეტრე კოლხის პოსტს, რომელმაც გაღიზიანება გამოიწვია.
„ჩემი ახლობელი ოჯახი ორჯერ აიცრა, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ დავირუსებულები არიან… თუკი აცრა ვერ მიცავს, მაშინ აზრი?!”, – დაწერა მამა პეტრემ.
ამავე თემაზე👇
„მეტი რომ არაფერი მოხდეს, საკმარისია“ - ნახეთ, რას წერს პეტრე კოლხი
„არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ” - ნახეთ, რას ამბობს პეტრე კოლხი
„სხვისი კარნახით ცხოვრებას ვერ ისწავლი" - რას ამბობს პეტრე კოლხი