Digest Logo

პრაღის პოლიცია საქართველოს მოქალაქეს ეძებს - მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

1607337333
პრაღის პოლიცია საქართველოს მოქალაქეს ეძებს

პრაღის პოლიცია თავდასხმაში ეჭვმიტანილ საქართველოს მოქალაქეს ეძებს. ჩეხური მედიის ინფორმაციით, 27 წლის პირმა ოქტომბრის დასაწყისში პრაღის ცენტრში 29 წლის კაცს მძიმე დაზიანებები მიაყენა.

პოლიცია საქართველოს მოქალაქის ფოტოებს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მას თან შესაძლოა იარაღი ჰქონდეს.

სამართალდამცავმა ორგანომ შესაბამისი ზომები მიიღო საზღვრებზე ეჭვმიტანილის შესაძლო გაქცევის გამო. ძებნილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, პირი მსგავს დანაშაულში წარსულშიცაა ნასამართლევი.

წყარო: rustavi2.ge