Digest Logo

სად არის ბადრი ესებუა? - შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტება

1624438620
შსმინისტრი და ესებუა

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს ბადრი ესებუას ძებნის საკითხზე. ეს ჩვენთვის ღირსების თემაა ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება და მიმდინარეობს აღნიშნულ თემაზე მუშაობა.

„ვმუშაობთ ამაზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დღეს და ხვალ მოხდება, სახუმარო თემა არაა 34-35 ადამიანი ჰყავდა აყვანილი მძევლად და მე ვარ ის, ვისაც ყველაზე მეტად უნდა ამ ადამიანის დაკავება და პასუხისმგებლობაში მიცემა ესაა შსს ღირსების საქმე.

შეიძლება ჰქონია ხალხს, რომ ჩვენ არ გვინდა ან ხელს ვუწყობთ ან „ვმალავთ“, ეს ბრჭყალებში , ვმუშაობთ ამ თემაზე და ჩვენი ინფორმაციით, ის იმყოფება საქართველოში, ესებუას არ დაუტოვებია ქვეყანა, იმედია სწორი ინფორმაციაა და ვეყრდნობით ამ წყაროს “- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანით, 3 მძევლის თანხლებით, დატოვა.

✅იხილეთ აგრეთვე:

სად გაქრა ბადრი ესებუა და სადაა გატაცებული ნახევარი მილიონი?

სკანდალური ჭორები, აბეზარი შეკითხვები და ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებს... - ბლიც-ინტერვიუ ეკა ბესელიასთან