Digest Logo

სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის მიხეილ სააკაშვილო, ჩვენი დახვრეტილი შვილების გამო ჯოჯოხეთში მოხვდები - ია მეტრეველი

1634382015
ია მეტრეველი და მიხეილ სააკაშვილი

რუსთავი ციხესთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მისული მოქალაქეები საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამუდამო პატიმრობაში დარჩენას მოითხოვენ.

აქციაზე იმყოფება, ბუტა რობაქიძის დედა. ია მეტრეველი ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ სააკაშვილის მიმართ მიდგომები გამკაცრდეს.

'შენ, რომ შექმენი ისეთ ციხეში უნდა იჯდე ეს სანატორიუმია შენთვის. გვატყუებ ვშიმშილობო და კილოობით თაფლს ჭამ.

მინდა ხელისუფლებას მივმართო, ძალიან გთხოვთ ამ ლოიალურობას თავი დაანებეთ და მოიქეცით ისე როგორც მას ეკუთვნის და არა ახლა, რომ ფუფუნებაში გყავთ.

ნუ აძლევთ უფლებას, რომ კიდევ არიონ აქაურობა. ენმ-ს არასოდეს არ უნდა მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, აკრძალეთ ეს პარტია როგორც ფაშიზმი აიკრძალა.

სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის მიხეილს სააკაშვილო და ჩვენნაირი გაუბედურებული ოჯახების გამო ანგელოზივით შვილები, რომ დაგვიხვრიტე ჯოჯოხეთი გელოდება,"- აცხადებს ია მეტრეველი.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„როგორ სუნთქავთ სირცხვილით იმ ჰაერს, რასაც სულხან მოლაშვილის მამა სუნთქავს? რატომ არ გიჟდებით შვილმკვდარი დედების გოდება რომ გესმით, სული რატომ არ გეწვით?“ 

🔵„რაც თქვენმა მეუღლემ გუშინ იკადრა, თქვენი ეს დღევანდელი ნაბიჯი...“ - თამარ ივერი სანდრა რულოვსს მიმართავს

ექიმს მხედველობიდან ეპარება... და მთავრდება უეცარი სიკვდილით - მარიამ კუკუნაშვილი