კლინიკების ქსელ „ნიუ ლაიფის" დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ექსპრეზიდენტის შიმშილობის შესახებ წერს.
კუკუნაშვილი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყოფშიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ თქვა, რომ უარეს მდგომარეობას ელოდა, თუმცა მას ძლიერი ორგანიზმი აღმოაჩნდა.
„შიმშილობა სააკაშვილისთვის არის ძალიან დიდი რისკი. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე შიმშილზე დიდი შესაძლებლობაა განუვითარდეს სეროტონინული სინდრომი, რაც ძალიან უეცრად მთავრდება სიკვდილით. შიმშილი ბიპოლარული/ ციკლოთიმიური მდგომარეობის ადამიანებში ასტიმულირებს ადრენალინის და სეროტონინის დიდი ოდენობით გამოყოფას.
ადამიანი პირველ ეტაპზე შიმშილის მიუხედავად თავს გრძნობს ძალიან კარგად ( სეროტონინის ეფექტი) და როცა თავს კარგად ვეღარ გრძნობს ეს უკვე მაშინ ხდება, როცა კარგავს გონებას და დგება სეროტონინ სინდრომი, რაც გულის გაჩერებას იწვევს… ხშირია, როდესაც ზემოთ აღნიშნული მდგომარეობის მისდიაგნოსტირება ხდება და ექიმს მხედველობიდან ეპარება სეროტონინ სინდრომის დადგომის წინა მდგომარეობა.
დიდი ალბათობით მგონია, ზუსტად მის დიაგნოსტირებასთან გვაქვს საქმე როდესაც ამბობს რომ მაგარი ორგანიზმი აქვს და უარესს მოელდა… „მაგარი“ სეროტონინ ეფექტია და საშიშიაა…“- წერს მარიამ კუკუნაშვილი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ქართველი პოლიტიკოსების საყვარლები - სკანდალური ისტორიების უცნობი დეტალები
🔵ბერას ყოფილები - 4 სელებრითი, რომელსაც რეპერის შეყვარებულობას მიაწერდნენ
🔵რატომ დაშორდნენ მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო რამდენიმე თვის წინ - აქამდე უცნობი ამბები