სანქ-პეტერბურგის საავადმყოფოში გარდაიცვალა 65 წლის „კანონიერი ქურდი“ როლანდ ჩიკვაიძე, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილია, როგორც „როლანდ ქუთაისკი“. ის კავკასიის ქურდების ფრთის წარმომადგენელა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ინექციით სისხლის მოწამვლა გახდა, .
ექიმებმა მისი გადარჩენა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.
ცნობილია, რომ როლანდ ჩიკვაიძეს სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა ე.წ. „დედ ჰასანის“ კლანთან. მას ქურდულ სამყაროში ბევრი პირადი მტერიც ჰყავდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ბერძნული კლანის“ წარმომადგენელმა ზვიად ოსმანოვმა რონალდ ჩიკვაიძეს პეტერბურგში სახის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თუმცა ჩიკვაიძე გადარჩა.