სასამართლომ მეტროში შშმ მოზარდზე ძალადობის საქმის ფიგურანტ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ დაკავებულთა მხრიდან არსებობდა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების ან მიმალვის საფრთხე.
შეგახსენებთ, რომ მეტროში არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობის ფაქტზე დაკავებული პოლიციელები უარყოფენ, რომ გავრცელებულ ვიდეოკადრებში თავად არიან.
ინფორმაციისთვის, თბილისის მეტროში სამართალდამცველმა შშმ პირი სცემა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა 24 იანვარს გავრცელდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 24 იანვარს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებმა შსს-სთან საპროტესტო აქცია გამართეს.
პოლიციელები 25 იანვარს დააკავეს. ერთ მათგანს ბრალად ედება დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ხოლო მეორეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ: