შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ. გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერში, ვარკეთილში, მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია, სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დ.გ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისის სხვადასხვა უბანში არაერთი ბინაში ფარულად შეაღწია და გაქურდა.
სამართალდამცველებმა, დ.გ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთების ნაწილი და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ, ღირსეულად უნდა დავხვდეთ" - თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე
🔵VIDEO: „მადლობა პრეზიდენტს" - ნახეთ, რატომ უხდის მადლობას კულუმბეგოვი სალომე ზურაბიშვილს