პარტია „კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში სააკაშვილის დაბრუნებას ეხმაურება და მიმართვას ავრცელებს.
„მივმართავ ყველას, ქართველებს, არა ქართველებს, ყველა მოქალაქეს! ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ, ღირსეულად უნდა დავხვდეთ, რუსეთზე მომუშავე კლანურ მაფიურ მართლმსაჯულებას არ უნდა გავასამართლებინოთ. ჩვენი პრეზიდენტი ჩვენია, ოკუპანტს ნუ მივუგდებთ საჯიჯგნად, ამ ლაქას ვერ მოიცილებს ქვეყანა! მოვითხოვოთ, ამუშავდეს ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი, მიეცეს მას სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება!
პრეზიდენტი სააკაშვილი ბრუნდება და მშვიდობიან გზას ვუსურვებ მას!
კიევი - თბილისი ისტორიული რეისია!
ბევრჯერ შეგვეშალა და ამ ერთხელ აღარ შეგვეშალოს ძვირფასებო!
საქართველოს სჭირდება მასშტაბური ფიგურა ამ გაჭირვების ჟამს, სახელმწიფოს ვკარგავთ!", - წერს თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, რომ თამარ ჩარკვიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ორგანიზაცია დააფუძნა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „მადლობა პრეზიდენტს" - ნახეთ, რატომ უხდის მადლობას კულუმბეგოვი სალომე ზურაბიშვილს
🔵„კლოუნმა სააკაშვილმა ჯავშნის კოდი რომ გამოაქვეყნა საერთოდ არ იძებნება სისტემაში“ - გია აბაშიძე
🔵„ამ ბრალდებისთვის პასუხს ვაგებინებ, აუცილებლად!“ - ბადურაშვილი სკანდალში ეხვევა