შსს-ს, თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 3 პირი დააკავა.
დაკავებულებს შორის არიან წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის, „მთავარი არხის“, გამოცემა - „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება.
ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროის მონაცემებით, უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები.
ცნობისთვის, 5 ივლის თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის მოწინააღმდეგეები ლგბტ თემს, ღმერთის სახელით დაუპირისპირდა. მათი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქო იყო. უწყებამ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
სასულიერო პირების ნაწილი ქართველობის დაცვის მოთხოვნით ადამიანებს ეუბნებოდნენ რომ „როცა სამშობლოს სჭირდება ვალდებულები არიან იძალადონ“.
მოგვიანებით, როდესაც დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს გასცდა „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა რომ „ღირსების მარში“ აღარ გაიმართება, რის საპასუხოდაც საპატრიარქომ 17 საათზე სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„გუშინ ქართველმა ვაჟკაცებმა სცემეს... თვალები ქიმიური ხსნარით აქვს დამწვარი“ - ფოტო
პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, უნდა დაეკისროს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს - საპატრიარქო