Digest Logo

„ორივე მხარეს ეხება ეს - ისეთს რა ფასეულობებს იცავთ, რომ მის დაცვაში ყველა სხვა ფასეულობას თელავთ“ - მაკა რაზმაძე

1625513147
ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ღირსების მარშის ჩაშლის მიზნით, თბილისში მომხდარ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის ორივე მხარეს ურჩევს ღირებულებებზე დაფიქრდნენ. ამასთან მაკა გმობს ძალადობას და აცხადებს, რომ  დღეს მისთვის ფასეულობების გარდატეხა მოხდა.

„გავიფიქრებ ხოლმე გამოვედით 90-იანების კომპლექსიდან, დავმშვიდდით და გავიზარდეთ საზოგადოება-თქო და უცებ… წავიდა ცემა-ტყეპა, ერთმანეთის თავ-პირის ლეწვა და ჯანდაბა…

ისე მოგვდის, ვირტუალურ თამაშებში ურთულეს ლეველებს რომ გაივლი, დააგროვებ ქულებს და ისაა სამშვიდობოს უნდა გახვიდე რომ ერთი პატარა არასწორი მოძრაობის გამო ისევ პირველ ლეველზე ჩაიწვები…

ხოდა მერამდენედ უნდა ჩავიწვათ და დავბრუნდეთ საწყის პოზიციაზე? ყოველ ჯერზე სულ უფრო წარმოუდგენელი შეცდომებია, რომ ვერც წარმოიდგენს ადამიანი, ისეთი შეცდომები. თითქმის ყველას და ყველანაირ ფასეულობებს დავაფურთხეთ უკვე და აი ახალიც-ახლა ჟურნალისტების დევნა გვაკლდა !

მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელია ნაცემი და დაზიანებული, აპარატურა დალეწილი.

ისეთ რა ფასეულობებს იცავთ რომ მის დაცვაში ყველა სხვა ფასეულობებს ფეხით თელავთ?!

ორივე მხარეს ეხება ეს და ზოგადად ჩვენ ყველას, მთელ საზოგადოებას! ფასეულობების გარდატეხა მოხდა დღეს ჩემთვის….“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ამ მოვლენებს რამდენიმე სასიკეთო მხარე აქვს - მიშო სულუხია

„როცა გარყვნილების პროპაგანდის სამსახურში ხარ ქუჩაში არ მოგეფერებიან!“ - ნინო მიქიაშვილი

„ჩვენი პატრიარქის მტრობა დასჯადი უნდა გახდეს“ - თათარაშვილი ინიციატივით გამოდის

ცნობისთვის, დღეს 5 ივლის თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის მოწინააღმდეგეები ლგბტ თემს, ღმერთის სახელით დაუპირისპირდა. მათი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქო იყო. უწყებამ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. სასულიერო პირების ნაწილი ქართველობის დაცვის მოთხოვნით ადამიანებს ეუბნებოდნენ რომ „როცა სამშობლოს სჭირდება ვალდებულები არიან იძალადონ“.

მოგვიანებით, როდესაც დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს გასცდა „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა რომ „ღირსების მარში“ აღარ გაიმართება, რის საპასუხოდაც საპატრიარქომ 17 საათზე სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა.