წინანდალში სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ოლიმპიური ჩემპიონი, ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. მისი ადვოკატის განმარტებით, ზურაბ ზვიადაურმა მას შემდეგ გაისროლა, რაც ავტომატიდან მას და მის ძმას ესროდნენ. ის აუცილებელი მოგერიების პრინციპით მოქმედებდა.
„საქმის მასალებს არ გავცნობივარ, მაგრამ არ მაქვს მოლოდინი, რომ ზურაბ ზვიადაურს ბრალი უნდა წაუყენონ. იმაზეც გაკვირვებული ვარ, რატომ ჰყავთ დაკავებული. მის ქმედებაში არ არის კანონის დარღვევა, მართლსაწინააღმდეგოდ ის არ მოქმედებდა, მისი ქმედება იყო ლეგიტიმური, კანონიერი, იცავდა როგორც საკუთარ სიცოცხლეს, ისე ცდილობდა დაეცვა თავისი ძმისა და იქ მყოფი მეგობრების სიცოცხლე. ჩემი მოლოდინია, რომ პროკურატურამ მას ბრალდება ვერ უნდა წარუდგინოს. ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პრინციპით. მე ვესაუბრე ზურაბ ზვიადაურს, მისი პოზიციიდანაც ვიცი რაც იყო რეალობა. მას კონფლიქტში მონაწილეობა არასდროს მიუღია. მივიდა თავის ძმის წამოსაყვანად, ატყდა ავტომატიდან სროლა, ჰქონდა საპასუხო რეაქცია მისი და მისი ძმის მიმართულებით რომ ისროდნენ ამის გამო. მან გაისროლა მას შემდეგ, რაც ავტომატიდან მას და მის ძმას ესროდნენ. ამბობს, რომ ეს იყო ჩემი, ჩემი ძმისა და ჩემი მეგობრების სიცოცხლის დასაცავადო. მე არ მაქვს მონაცემები, რომ ბრალდების წაყენებას აპირებენ, არავის უთქვამს. 24 საათია გასული მისი დაკავებიდან და აქვთ ჯერ დრო. იმედი მაქვს, ვერ წარუდგენენ ბრალდებას და არც დაგვჭირდება საქმის მასალების გაცნობა. 72 საათში თუ ვერ იქნა ბრალდება წარდგენილი, უნდა გაათავისუფლონ“,- განაცხადა ადვოკატმა.
ამავე თემაზე👇
🔵„გამაგრდი, ახლა მის 4 შვილს სჭირდები"- ვინ იყო ზურაბ ზვიადაურის ძმა, რომელიც გუშინ მოკლეს