ქობულეთში მცხოვრები 15 წლის ლაშას მამას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მას პარკინსონის დაავადება მძიმე ფორმით აქვს, სჭირდება თავის ოპერაცია, რომელიც 70 000 ლარი ღირს. ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს.
ლაშამ წერილი ადგილობრივ გამოცემა „ბათუმელებს“ მიაწოდა.
წერილს ლაშამ სხვადასხვა კლინიკაში გამოწერილი რეცეპტი და ფორმა 100-ც დაურთო თან. ექიმები ეუბნებიან, რომ, თუ ოპერაციას გაიკეთებს, 90 პროცენტით გაუმჯობესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
როგორც ლაშა წერს, ოპერაციის თანხა ნაწილობრივ – 45 ათასი ლარი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გმოუყვეს და ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან.
ახლა 25 ათასი ლარი სჭირდებათ, რათა ოპერაცია გაუკეთონ.
„წამლების გვაძლევდა პროგრამა – ლევოკომს. აგვისტოს მერე ვეღარ ვიღებთ, არ ვიცი რატომ. არა და ისეთი საშინელი ტკივილები აქვს – ხარივით ბღავის. მთელი სხეული ჯოხივით უხდება. მაგ წამალს რომ ვაძლევდით, 15 წუთში ეხსნებოდა ტკივილები და სხეული იწყებდა საშინელ მოძრაობებს. დღეში 15 აბი გვჭირდებოდა“, – გვიყვება მაყვალა, ავადმყოფი კაცის ცოლი.
მაყვალას თქმით, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, წამლის საყიდლადაც კი ვერ მიდიან ქალაქში, აფთიაქში. „ასე, ყოველ დღიურად ვუყურებთ ჩვენი ოჯახის წევრის წამებას. ისიც ცოდოა და ჩვენც“, – ამბობს ქალი.
ოჯახი სოციალურად დაუცველია – 91 ათასი ქულა აქვს. ქალი გვიყვება, რომ მედიკამენტების 200-ლარიანი ერთჯერადი პროგრამის ფარგლებში მიმართა ქობულეთის მერიას, წამლის ყიდვა უნდოდათ. აქ უარი უთხრეს, პროგრამის თანხა უკვე ამოიწურაო. „კიდევ შეშაზე მივმართე, მაგრამ არც ეს მომცეს. მაშინ ვუთხარი, იქნება აჭარის მთავრობაში მიშუამდგომლოთ-მეთქი და კიო, ოღონდ ჩამოდი ქობულეთში და განცხადება დაწერეო. ქობულეთში რანაირად უნდა ჩავიდე, ტაქსი დავიქირავო?!“ – აცხადებს მაყვალა.
ამ ოჯახის შემოსავალი 100 ლარია. ტარიელ გორჯელაძე პენსიონერია – ის, როგორც II კატეგორიის შშმ პირი 100 ლარს იღებს.
მაყვალა საუბრის დასასრულს თავის მეუღლესთან დაკავშირებით ამბობს – „ცოდოა, ძალიან წვალობს“.
თუ გინდათ დაეხმაროთ ამ ოჯახს, მაყვალა შავლიძის ტელეფონია. 555 410 885 პირადი ნომერი: 610060 30 636 მისამართი