Digest Logo

2 კვირაში ნახავთ რა აფეთქება მოჰყვება „შავ პარასკევს“ - ფხაკაძე

1606508958
ფხაკაძე შავპარასკევსზე

სამედიცინო საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეგულაციები საქართველომ გვიან მიიღო.

მისი თქმით, შეზღუდვები აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო, რათა ინფიცირების მაჩვენებელი არ გაზრდილიყო.

ის აგრეთვე გამოეხმაურა, 27 აგვისტოს, ე.წ. შავ პარასკევს არსებულ სიტუაციას სავაჭრო ცენტრებში და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება ვირუსის აფეთქებას უფრო გაამძაფრებს და მის შედეგს ორ კვირაში ვნახავთ.

„ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ ვარ, ჩვენმა ქვეყანამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მგონი, ერთადერთი ვარ, ვინც ამას ვამბობ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ჩვენ საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც არის უჭკუო და ჩვენ ჭკვიანი ხალხი ვერ ვებრძვით ამ ვირუსს. საუბარია, რომ პირბადეს არ ვიკეთებთ, 2-მეტრიან დისტანციას არ ვიცავთ, ხელებს არ ვიბანთ.

შეხედეთ, დღეს რა ხდებოდა მეტროსა და მაღაზიებში, სიტყვები არ მყოფნის...

ახლა ნახეთ ვირუსის აფეთქება...

შეზღუდვები ხომ იქნება ხვალიდან, 2 კვირაში ნახავთ რა აფეთქება იქნება ქვეყანაში.

ვამბობდი, რომ 24 აგვისტოდან ჩვენ ვირუსი გაგვექცა, სექტემბრის დასაწყისში უნდა შემოღებულიყო ის ზომები, რომელიც ახლა არის შემოღებული, დააგვიანეს“,- ამბობს ფხაკაძე.