Digest Logo

24 დეკემბრამდე საახალწლო სათამაშაოების გაყიდვა აკრძალულია

1606731010
მაღაზიის დახლი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლიკა მერაბიშვილი, ფეისბუქის პირად გვერდზე, თიკა მჭედლიძის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მაღაზიათა ქსელ „სუფთა სახლის“ ერთ-ერთ ფილიალშია  გადაღებული.

ფოტოზე ნათლად ჩანს წარწერა, სადაც აღნიშნულია, რომ საახალწლო ნივთების გაყიდვა 24 დეკემბრამდე აკრძალულია.

უცნობია, რატომაა საახალწლო ნივთების გაყიდვა ამ კოკრეტულ პერიოდში აკრძალული ერთი მაღაზიათა ქსელისთვის და მეორესთვის ნებადართული.

მერაბიშვილი წერს:

„სრული - ყ##ობა... სუფთა სახლს აუკრძალეს საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, მხოლოდ ჰიგიენური საშუალებები გაყიდეთო...

რა უფლება აქვთ ამისი? იქით მოვაჭრეები კვდებიან შიმშილით სამაგიეროდ, კარფურში შეგიძლია იყიდო ყველაფერი

პ.ს. ვინ ამბობდით ბოლო გასართობს არ მოგისპობენო“,- წერს მერაბიშვილი.