ჩვენს რთულ და მოულოდნელობებით აღსავსე ცხოვრებაში ნებისმიერი რამ შეძლება, მოხდეს. ჟოაუ კოელიო ჰუმარაინშემ უკანასკნელი 45 წელი ქუჩაში გაატარა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ადგილობრივი სილამაზის სალონის თანამშრომლებმა მას ვარცხნილობის გაკეთება შესთავაზეს. რა თქმა უნდა, სრულიად უფასოდ.
„როდესაც ვკითხეთ, მშიერი იყო თუ არა, მან უარი გვითხრა და მხოლოდ სამართებელი გთხოვა, წვერი რომ გაეპარსა. მაშინ იდეა გაგვიჩნდა, რომ მისთვის სილამაზის დღე მოგვეწყო“, – ამბობს სალონის ერთ-ერთი თანამშრომელი.
ჟოაუს ვარცხნილობა გაუკეთეს, წვერიც შეკრიჭეს, დააბანინეს და ახალი ტანისამოსიც მისცეს: სამი პერანგი, რამდენიმე შარვალი, პიჯაკი და ახალი ტუფლები. შემდეგ მამაკაცების სილამაზის სალონმა სოციალურ ქსელში მისი ფოტოები გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შედეგად, მამაკაცი ოჯახის წევრებმა იპოვეს. მათ ის უკვე 10 წლის გარდაცვლილი ეგონათ.ჟოაუს გალამაზებას 2 საათი დასჭირდება. სალონის ყველა თანამშრომელმა შეიტანა თავისი წვლილი. მამაკაცი გაოცებული და მართლაც ბედნიერი იყო. მას არაფერი უთქვამს. ყველაფერი ჟოაუს სახეზე იკითხებოდა.„სასიამოვნო სანახავი იყო არა მხოლოდ მისი სულიერი სილამაზე, არამედ გარეგანიც“, – ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.
სალონისთვის ეს პირველი გამოცდილება არ იყო. სალონის თანამშრომლები ხშირად ეხმარებიან ადამიანებს. პანდემიისას ისინი გაჭირვებულ ადამიანებს მომსახურებისთვის ფულს არ ართმევდნენ.
გალამაზებული ჟოაუ ფოტოზე მისმა დამ იცნო, რომელიც დაუკავშირდა სილამაზის სალონს.არავინ იცის, რატომ აღმოჩნდა ეს მამაკაცი ქუჩაში. სალონის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, არ ჩარეულიყვნენ მის პირად ცხოვრებაში, მაგრამ როგორც ცნობილია, ჟოაუ ახლობლებთან შეხვედრის შემდეგ მაინც ქუჩაში დარჩა საცხოვრებლად. როგორც ამბობს, უკვე მიეჩვია ამ თავისუფლებას.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵გელა ჩარკვიანს დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ
წყარო: kvira.ge