სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულ გვერდის „რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ინფორმაციით, კორონავირუსისგან 82 წლის დედა და 57 წლის შვილი გამოჯანმრთელდა. როგორც ცნობილია, მათ თანმხლები დაავადებებიც ჰქონდათ.
„კოვიდსტატისტიკის მიღმა თითოეული ადამიანის ისტორიაა!
ამ ისტორიებს მებრძოლი ექიმები და პაციენტები თავად ქმნიან - ვირუსზე გამარჯვებულები!
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის ორი პაციენტი ამ გამარჯვების მაგალითია.
57 წლის შვილი და 82 წლის დედა რუხის კლინიკაში ორი თვის წინ გადაიყვანეს. თანმხლები გართულებების ფონზე ბრძოლა რთული იყო, მაგრამ რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული და რეანიმაციული გუნდის დაუღალავი და მაღალპროფესიული შრომის შედეგად კოვიდი დამარცხებულია.
დღეს დედა-შვილი კლინიკიდან გაეწერა. გისურვებთ ჯანმრთელობას!“, - წერია განცხადებაში, რომელსაც რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ავრცელებს.
ასევე დაგაინტერესებთ👇