Digest Logo

აიცრება თუ არა პატრიარქი 13 აგვისტოს - რას პასუხობენ „დაიჯესტს“ საპატრიარქოში

1628597589
საქართველოს პატრიარქი

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 13 აგვისტოს აიცრება.

„დაიჯესტი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად საპატრიარქოს პრეს სასმსახურის წარმომადგენელს, ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა.

„აღნიშნულ საკითხზე, არ მაქვს მსგავსი ინფორმაცია - უთხრა ჯაღმაიძემ „დაიჯესტს.“

ჯაღმაიძემ ასევე რამდენიმე წუთის წინ სტატუსი დაწერა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„13 აგვისტოს პატრიარქის აცრის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“- წერს ჯაღმაიძე.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

„ნინო ნადირაძე აიცრა და ცუდად გამხდარა, გათიშულა“ - ექიმი მასზე გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს

„ანტივაქსერებს რომ ჰგონიათ ჯანმრთელები არიან და კოვიდი ვერაფერს დააკლებს, დღეს გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც საერთოდ არ გეგმავდა სიკვდილს...“

როგორ გაუმწარა ცხოვრება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჯოზეფ კეიმ და რატომ დაკარგა ნათელა პატარკაციშვილმა საკუთარი და - უცნობი ამბავი