მედიისა და რეკლამის მონიტორინგის დირექტორი ხათუნა ბაქრაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ კორონავირუსით დღეს გარდაიცვალა ადამიანი, რომლის დედა კოვიდმა შეიწირა, ხოლო ძმა რეანიმაციაში წევს.
„ანტივაქსერებს რომ ჰგონიათ ჯანმრთელები არიან და კოვიდი ვერაფერს დააკლებს, დღეს გარდაიცვალა ახალგაზრდა უჯანმრთელესი ადამიანი, (არ იყო აცრილი) რომელიც იკვებებოდა ჯანსაღად, არ მოიხმარდა თამბაქოს, არ სვამდა სასმელს, იყო დაკავებული იოგით და სხვადასხვა სპორტული აქტივობით და საერთოდ არ გეგმავდა სიკვდილს. კოვიდმა შეიწირა მისი დედაც და ძმა რეანიმაციაში ჰყავს! აიცერით ეს დედა აფეთქებული რა!“- წერს ხათუნა ბაქრაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
„არ მინდა ჩემი შვილის არც ეგეთი ფანი და არც გულშემატკივარი...“ - რამ შეაშფოთა მაიკო კაჭკაჭიშვილი