Digest Logo

„ნინო ნადირაძე აიცრა და ცუდად გამხდარა, გათიშულა“ - ექიმი მასზე გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს

1628534509
ნინო ნადირაძე

სოციალური ქსელის მომხმარებელმა ჯენი ბურნჯანაძემ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ვკითხულობთ, რომ ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე ვაქცინის გაკეთების შემდეგ ცუდად გახდა. 

თუმცა, როგორც ცნობილია, ნინო ნადირაძემ ვაქცინა 18 მარტს გაიკეთა. ამის გაგების შემდეგ ავტორმა პოსტი წაშალა.

აღნიშნულის გადასამოწმებლად „დაიჯესტი“ ნინო ნადირაძეს დაუკავშირდა და გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი სთხოვა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, თავს ცუდად ნამდვილად გრძნობს, თუმცა ვაქცინის გაკეთება არაფერ შუაშია.

„ჯგუფური გაგიჟებაა ამ საქართველოში, ვაქცინა გავიკეთე 18 მარტს, ამიტომ ვაქცინა არაფერ შუაშია.

წამალი გადავისხი, რკინა დეფიციტური ანემიის გამო, რომელმაც მომცა რეაქცია, თუმცა, ხვალ ან ზეგ უკვე ვაპირებ სამსახურში გასვლას.

ცოცხალი ვარ და არ მოვმკვდარვარ, არც კომაში ვარ, თორემ გამოაქვეყნებდა ჩემი ოჯახი აუცილებლად ინფორმაციას,“ - განუცხადა „დაიჯესტს“ ნინო ნადირაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მე გეგმებს ვაწყობდი ეს ბიჭი ჩემი უნდა გახდეს-თქო, მოვიტაცებ-თქო და არ მოტრიალდა საპირისპიროდ...“ - ნადირაძე ღოღობერიძეზე

„ქაჯია ეს ქალი!... ნადირაძის კლინიკური წარსულია საინტერესო...“ - სოლიდარობა გიორგი ღოღობერიძეს

ნინო ნადირაძის კლინიკაში 24 წლის ბიჭი გარდაიცვალა, კლინიკაში ახლობლები შეიჭრნენ - საქმის დეტალები