
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში 17 წლის გოგოს უკვე მესამე დღეა ეძებენ. მარიამ ბურჭულაძე ბოლოს პედაგოგმა სკოლაში ნახა, სადაც ის გაკვეთილებს დაესწრო და შემდეგ სკოლა დატოვა.
ოჯახს არანაირი ვერსია არ აქვს, თუ სად შეიძლება იყოს 17 წლის მარიამი.
ბოლოს ის ქობულეთის გზაზე მარტო მიმავალი ვიდეოთვალმა დააფიქსირა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაპოვნია მარიამის ინგლისურ ენაზე დაწერილი წერილი, რომელიც პოლიციამ უკვე წაიღო და სწავლობს. სავარაუდოდ, მასში ნახსენებია პედაგოგის და კლასელების ინიციალები და საუბარია მკვლელობებზეც.
წყარო: rustavi2.ge