Digest Logo

🎥 „ენერგია საკმაოდ მძიმე და დაძაბული იქნება, გმართებთ სიფრთხილე, ყურადღება“ - 24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1753335200
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია, ენერგია საკმაოდ მძიმე და დაძაბული იქნება. გმართებთ სიფრთხილე, ყურადღება. არ არის სასურველი იფიქროთ სამომავლო გეგმებზე“, - 24 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი პროგნოზი ასე გამოიყურება:

ვერძი - ფოკუსირდით ჩვევებზე, ჯანმრთელობაზე და დატოვეთ ყველაფერი წარსულში, დაკავდით ფიზიკური აქტივობით.

კურო - იყავით მაქსიმალურად მზრუნველი, ყურადღება გამოიჩინეთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც თქვენთვის ძვირფასია. 

ტყუპები - დაამყარეთ წესრიგი, დაალაგეთ სახლი, გადაყარეთ ძველი ნივთები, განტვირთვე გონება. 

კირჩხიბი - არ აჰყვეთ ემოციებს,  რაციონალურობა გმართებთ. თუ ყველაფერს სწორად მიუდგებით, მარტივად გაართმევთ სირთულეს თავს. 

ლომი - ბოლომდე მიიყვანეთ ადრე დაწყებული საქმე, არ გადადგათ ახალი ნაბიჯები. 

ქალწული - ზედმეტად ემოციური ხართ, შეეცადეთ ზედმეტი მოლოდინი არ გქონდეთ და დააფასეთ საკუთარი თავი.

სასწორი - ნეიტრალური დღეა, ნუ მიაქცევთ ინფორმაციას ყურადღებას, რადგან სიცრუის ალბათობაა. 

მორიელი - მშვიდ გარემოში გაატარეთ დღე, შეიცვალეთ გარემო და აღიდგინეთ ენერგია.

მშვილდოსანი - დაასრულეთ ყველა საკითხი, რაც დაუმთავრებელია. ნუ დატოვებთ ისეთ საკითხებს, რაზედაც პასუხები არ გაქვთ. 

თხის რქა - ნაყოფიერი დღეა, ბევრი საქმე გექნებათ ამიტომ დღე დაგეგმეთ. 

მერწყული - გადააფასეთ ურთიერთობები, ნუ ენდობით პირველ შთაბეჭდილებას, გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია! 

თევზები - მნიშვნელოვანია ყურადღება გამოავლინოთ, იყავით მზრუნველები, გაახარეთ ადამიანები, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანები არიან. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სამყაროში მოდის ახალი მზე, ხოლო ის, ვინც გააცნობიერებს თავის თავს და ციკლის მნიშვნელობას, გადავა ახალ ენერგიაში“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა ქორწინების 3 წლის იუბილეს აღნიშნავენ - „ყოველ წამს უფრო და უფრო მეტად მიყვარხარ“

როგორ მივხვდეთ, რომ მეტაბოლიზმი შენელებულია და რა საშუალებებით შეგვიძლია მისი აჩქარება - ექიმის რეკომენდაციები