Digest Logo

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელი მოკვდა

1632768736
ფილიპ ხაჩიროვი

ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მკლელი, ფილიპ ხაჩიროვი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებებით მოკვდა.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპაციური რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს, იქიდან კი ცხინვალში გადაიყვანეს.

23 თებერვალს ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, იარაღი წაართვა და მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კიბეზე დაგორდა. მათი მტკიცებით, ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. ხოლო თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„შემზარა იმან, რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე ისევ ის პროკურორი, მე რომ 25 წლიანი პატიმრობა გამომიცხადა“ - გვარამია ნათელაშვილის მწარე დაპირისპირება

🔵„გარდაგვეცვალა სამების ლავრის მონასტრის საძმოს წევრი ბერ-დიაკვანი“ - ანთიმოზ ივერიელი სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს

🔵„აცრა რომ არ მქონოდა, გამორიცხულია კორონავირუსი გადამეტანა...“ - დათო ტურაშვილი

წყარო: cnews.ge