Digest Logo

„აცრა რომ არ მქონოდა, გამორიცხულია კორონავირუსი გადამეტანა...“ - დათო ტურაშვილი

1632763205
მწერალი დავით ტურაშვილი

მწერალმა დათო ტურაშვილმა ახლახან კორონავირუსი გადაიტანა. მართალია ის კლინიკაში მკურნალობდა თუმცა ინფექცია გაცილებით მარტივად დაამარცხა. მწერალი მიიჩნევს, რომ ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა „პფაიზერის“ ორგზის აცრამ განაპირობა.

„მქონდა კოვიდი, აღმოვჩნდი კლინიკაში, ორი ვაქცინა მქონდა გაკეთებული „პფაიზერის“ და მხოლოდ ერთი დღე მქონდა სიცხე. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აღმოვჩნდი მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინოდათ, არ დაერტყა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, გულის ისეთი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ექიმებს, ეს არის მართლა თავგანწირული ხალხი. წარმოუდგენელი რამეა, ექიმი და ექთანი არაფერ შუაშია, რომ ამდენი დრო დავკარგეთ, პრობლემაა არასწორი ორგანიზების… იმ ადამიანებმა, ვინ იცოდა, რომ ასეთი შედეგი დადგებოდა ქვეყანაში, უნდა გაგვცენ კითხვებზე პასუხები…

მე შემიძლია მოგიყვეთ ჩემი მაგალითი, რამდენად მაგრად იცავს „პფაიზერი“ მართლა. მე რომ აცრა არ მქონოდა გაკეთებული, გამორიცხული იყო, რომ გადავრჩენილიყავი. მინდა, ყველას ვთხოვო, ისედაც რა კრიზისშია ჩვენი ქვეყანა და ანტივაქსერებისა და ვაქსერების ამ ფუჭ ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს. ანტივაქსერები მთელ მსოფლიოში არსებობენ და მათ ასე არავინ ებრძვის… ყველა ანტივაქსერს აქვს უფლება, ისე ფიქრობდეს და აზროვნებდეს, როგორც აზროვნებს. ყველანაირი სიმპტომის გარეშე ვიგრძენი, რომ კორონა დამემართა. ყოველ ღამე ვგრძნობდი, როგორ მიცავდა „პფაიზერი“. ამაზე შეიძლება ანტივაქსერებს გაეცინოთ, ისევე, როგორც ვაქსერებს გაეცინებათ დაჩიპვის თეორიაზე… ლანძღვას აზრი არ აქვს. გამოსავალი არის ერთი – უნდა ავიცრათ… მარტივი სტატისტიკაა, სულ რამდენიმე აცრილი ადამიანი გარდაიცვალა, აუცრელი კი ათასობით… ყველა დაპირისპირება ფუჭია…“ - განაცხადა ტურაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„შემზარა იმან, რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე ისევ ის პროკურორი, მე რომ 25 წლიანი პატიმრობა გამომიცხადა“ - გვარამია ნათელაშვილის მწარე დაპირისპირება

🔵„გარდაგვეცვალა სამების ლავრის მონასტრის საძმოს წევრი ბერ-დიაკვანი“ - ანთიმოზ ივერიელი სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს

🔵ნოემბრიდან აშშ-ში ჩასვლა სავარაუდოდ „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილ უცხოელებსაც შეეძლებათ