Digest Logo

აუცილებელია პედოფილიაზე იყოს უვადო პატიმრობა კასტრაციით - ილია ჭიღლაძე

1624628277
დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე, მარტვილში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, პედოფილები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. სასულიერო პირის თქმით, საქართველოში არსებული კანონი მათთვის საკმაოდ ჰუმანურია და სასჯელის მოხდის შემდეგ მათ თავისუფლად შეუძლიათ სიარული, რაც ამორალური და უზნეობაა.

„უდიდესი, გაუგონარი კატასტროფაა მარტვილში დატრიალებული დანაშაული: მამა-შვილის მიერ ჩადენილი რვა წლის გოგონას მიმართ, ასევე ცხრა წლის გოგონას მიმართ. მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს, რადგან პედოფილიის შემთხვევები არნახულად გაიზარდა საქართველოში ბოლო წლების მანძილზე. აუცილებელია პედოფილიაზე იყოს უვადო პატიმრობა კასტრაციით. ბევრი ქვეყანა მიმართავს ამ ხერხს. პედოფილი გამოვა ციხიდან რამდენიმე წელში და კვლავ პედოფილად დარჩებიან.

ასეთია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და ქვეყანა წალეკა პედოფილიის კასკადმა. ამაში დამნაშავე არის უსუსური სახელმწიფო და უვარგისი, სუსტი კანონმდებლობა. მშობლებო, ნუ გყავთ საკუთარი მეთვალყურეობის მიღმა ბავშვები ნურცერთი წუთით!!! ლეგიტიმური კითხვა ჩნდება, რატომ უნდა ვარჩინოთ სიკვდილამდე ციხეში მანიაკები, განზრახ მკვლელები და პედოფილები, ვხარჯოთ უთვალავი თანხა მათ მოვლაზე, დაცვაზე, კვებაზე, ესეც სავალალოა.

უბრალოდ, ერთი მორალური პლუსი აქვს უვადო პატიმრობას სიკვდილით დასჯასთან შედარებით: მსოფლიომ იცის არაერთი შემთხვევა სასამართლოს მიერ გამოტანილი უსამართლო მსჯავრის, რაც უვადო პატიმრის მიმართ შესაძლებელია დროში გამოსწორდეს, ხოლო დახვრეტილ უდანაშაულო პატიმარს კი ვეღარ გააცოცხლებ“, - წერს დეკანოზი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

საქართველოში 4-დღიან სამუშაო კვირაზე ფიქრობენ - შესაძლოა, დასვენების დღეები გაიზარდოს

„მრცხვენია, მაგრამ ცოცხლებმა რატომ უნდა იარონ...“ - რას წერს ინგა გრიგოლია

ვინ აჩუქა გიორგი ღოღობერიძეს მანქანა?