სამეგრელოში 8 წლის ბავშვი მამა-შვილმა გააუპატიურა. როგორც ირკვევა ისინი ბავშვზე 2 წლის განმავლობაში ძალადობდნენ.
ფაქტს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მეზობლებმა ოჯახს სახლიც კი გადაუწვეს.
მომხდარს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს, რომელიც წერს, რომ ადვოკატობის შემთხვევაში ,არასოდეს დაიცავდა პედოფილ ადამიანს.
„ადვოკატი რომ ვიყო, ერთადერთი, ვისაც არასოდეს დავიცავდი, პედოფილია. მრცხვენია, მაგრამ ცოცხლებმა რატომ უნდა იარონ, პატარა ბავშვზე მოძალადე, მხეცმა პედოფილებმა, ვერ ვხვდები,“ - წერს გრიგოლია.
შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი გუშინ დააკავეს, 8 წლის გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან. "კურიერის" ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
ნახეთ, რას წერს სამეგრელოში მომხდარ შემზარავ ამბავზე პეტრე კოლხი
48 წლის მამინაცვალმა 13 წლის გერი ლოტკინის ტყეში გააუპატიურა