Digest Logo

„ბევრი მიზეზია, რის გამოც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე" - ნატა გულიაშვილი თაკო ჩარკვიანის პარტიას შეუერთდა

1633430082
 ნატა გულიაშვილი

ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება და მინდა, ეს უსამართლობა აღმოიფხვრას, – ამის შესახებ მსახიობმა ნატა გულიაშვილმა თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობის დაწყების წინ განაცხადა.

„ეროვნული მოძრაობა იქნება და ძალიან მომწონს. ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ერთად, ამის მჯერა. ბევრი მიზეზია, რის გამოც პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე. ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება და მინდა, ეს უსამართლობა აღმოიფხვრას. უსამართლობას ვებრძვი და ეს არის მიზეზი. მე რა კუთხით ვიმუშავებ, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ“, – განაცხადა ნატა გულიაშვილმა.

თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობა „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარეობს. თაკო ჩარკვიანი დღეს საკუთარი გუნდის წევრებს წარადგენს.

ყრილობას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„სააკაშვილის დაბრუნება საქართველოს არავითარ დარტყმას არ მოუტანს" - ლელა კაკულია

🔵„დედაჩემზე იყო მძიმე ჭორი, რომ ცუდად არის... ჩვენ ძალიან პირადულად ვაკეთებთ ყველაფერს" - სააკაშვილის უმცროსი ვაჟი განცხადებას ავრცელებს

🔵რატომ შეჩერდა „ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინის მოწოდება საქართველოში

🔵„ნიკოს თხოვნით, 58 წლის ასაკში ინგლისურის სწავლა დავიწყე, რადგან სურდა..." - რას ჰყვება გია კვარაცხელია შვილზე?