Digest Logo

ჩაიარონ, დიახ! ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფლება - ჭოხონელიძე Tbilisi Pride-ზე

1624461492
თამრიკო ჭოხონელიძე

მომღერალმა, თამრიკო ჭოხონელიძემ 5 ივლისს დაგეგმილ Tbilisi Pride-ის ღირსების შესახებ გააკეთა კომენტარი. ჭოხონელიძის აზრით, ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის უფლება საზოგადოების არც ერთ წევსრ არ აქვს.

„ის, რომ არსებობს ძალადობის საფრთხე, ის, რომ უპირისპირდებიან ადამიანებს, სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდიან ეს ადამიანები და მე ვფიქრობ, აქ არაფერი საგანგაშო არ არის. თავისთავად ის ფაქტი, რომ მათი [ნეოფაშისტური ჯგუფების] მხრიდან არაერთხელ განხორციელებულა ძალადობრივი აქტი, სწორედ ამის საწინააღმდეგოდ ხდება ეს მარშიც, ყოველ შემთხვევაში, ასე განმარტავენ, რომ „ნუ დამირღვევ უფლებებს“, „ნუ ძალადობ ჩემზე“! ამაზეა აქ ლაპარაკი. რა თქმა უნდა, არანაირად არ ვფიქრობ, რომ საჭიროა აჟიოტაჟის ატეხვა [ნეოფაშისტური ჯგუფებისგან] და არეულობის შემოტანა.

ჩაიარონ, დიახ. არავის აქვს უფლება იძალადოს ადამიანზე, რაც არ უნდა მათთვის მიუღებელი იყოს, გინდაც რელიგიური მწარმსი იყოს, გინდა მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება იყოს... არანაირად არავის უფლება არ აქვს. ამ ადამიანებს სად აჩვენა და სად მოუწოდა უფალმა, სად წერია, რომ შენ ვინც არ მოგწონს, მას უნდა დაუპირისპირდე? ეს არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი.

მით უმეტეს, როდესაც სიტყვის თავისუფლებას, ზოგადად, იმის თავისუფლებას უპირისპირდებიან, რომ ადამიანი იყოს ასეთი ან ისეთი. უმცირესობაში მყოფი ადამიანები სახლში არავის უვარდებიან, არავინ არაფერს პროპაგანდირებს. მე ზოგადად პროპაგანდას ვეწინააღმდეგები, კარგის, თუ ცუდის, რადგან ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თავისით განსაჯოს, გადააფასოს. თავისუფლება უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს. ამიტომ ვარ მე ყოველთვის იმ ადამიანების მხარეს, ვისაც ურღვევენ თავისუფლებას“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

VIDEO: „შეხედეთ, რას შვრებიან! ძალით აკავებენ უფროს კაცს“ - პოლიციამ „გლოვოს“ კურიერი დააკავა

კატეგორიულად გიკრძალავთ ზიარებას! – მეუფე სპირიდონმა „ნაციონალური მოძრაობის” წევრების და სხვა ოპოზიციონერების ზიარება აკრძალა

პედიატრი: ზღაპარია, რომ მარილიანი წყალი და მაგნიტური ქვიშა ძვლოვანი სისტემისთვის სასარგებლოა

წყარო: tabula.ge