Digest Logo

„ჩემს კოლეგებს კიდევ მოვუწოდებ, ნუ ეუბნებიან ორსულებს, რომ..." - დავით გაგუა მიმართვას ავრცელებს

1630041950
დავით გაგუა

დავით გაგუას კლინიკის დირექტორმა და მეან-გინეკოლოგმა დავით გაგუამ კორონავირუსის ახალ, დელტა შტამსა და ორსულებში მის გართულებულ შემთხვევებზე ისაუბრა. თქვა ისიც, რომ ფეხმძიმე ქალისთვის აცრა აუცილებელია. 

„მოგეხსენებათ, რომ დღეს ყველაზე დიდი გავრცელება აქვს დელტა შტამით ინფიცირებას, რომელიც უფრო მძიმედ მიმდინარეობს განსაკუთრებით ორსულებში. „ფაიზერმა" გაიარა სრული ავტორიზაცია და დღეს ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ორსულს, რომ აიცრას. თუ შევადარებთ მოსალოდნელ გართულებებს, ფაქტობრივად არც უკუჩვენება და არც გართულებები ორსულის აცრისთვის არ არსებობს. თუ ქალი ჯანმრთელი და ცოცხალი არ იქნება, ის ვერ გააჩენს ცოცხალ ბავშვს. ამიტომაც უნდა აიცრას ყველა ორსული. გახშირდა შემთხვევის ცუდად დამთავრება, გარდაცვალებაც. განსაკუთრებით გახშირდა ორსულობის სხვა გართულებები, როგორიც არის ნაადრევი მშობიარობა პრეეკლამფსია მძიმე ფორმების სისხლის დენები, მკვდრად შობადობები ამიტომ,ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დროულად აცრა. მოვუწოდებ ყველა ორსულს. მიუხედავად ყველა შიშისა უნდა აიცრას. ჩემ კოლეგებს კიდევ მოვუწოდებ, რომ ნუ ეუბნებიან ორსულებს, რომ ორსულობა აცრისათვის უკუჩვენებაა. ყველაზე ხშირად ჩვენი კოლეგები სცოდავენ იმიტომ, რომ ისინი ეუბნებიან, რომ არ აიცრიან", - განაცხადა დავით გაგუამ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„დღესაც მივარდება სატურაცია 85-მდე, მიშველეთ“ - მძიმე კოვიდ ისტორია

🔵„ანტიქრისტე იმდენად ზარ-ზეიმით მოვა, რომ მას რაღაც ნიშნები არ სჭირდება“ - დეკანოზი

🔵როგორ ვძლიოთ კოვიდის შემდეგ სისუსტეს და უღონობას და როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი - რჩევები ექიმისგან